top of page

წესდება
ქართული საერთაშორისო ფონდი ცვლილებისთვის, (GIFT) Inc.
(საქმიანობას აწარმოებს როგორც „ერთობა“)

მუხლი 1. სახელწოდება და მიზანი

ორგანიზაციის ოფიციალური სახელწოდებაა „Georgian International Foundation for Transformation, Inc.“ („ქართული საერთაშორისო ფონდი ცვლილებისთვის“), რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია თავისი საქმიანობა აწარმოოს სახელწოდებით ERTOBA ან GIFT.

ორგანიზაცია შეიქმნა მხოლოდ საქველმოქმედო, კულტურული და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ამერიკის საშემოსავლო კოდექსის 501(c)(3) მუხლის გათვალისწინებით (მიხედვით).

ორგანიზაციის საქმიანობა წარიმართება სამართლიანობის, მშვიდობისა და ყველა ადამიანის ღირსების პატივისცემის ღირებულებებზე დაყრდნობით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალთა თანასწორობას და იმ ადამიანების ღირსების დაცვასა და ჩართულობას, რომლებიც ისტორიულად ჩაგრული იდენტობის მატარებლები არიან.

 

მუხლი 2. წევრობა

წევრობის კატეგორიები: ორგანიზაციას ჰყავს რამდენიმე კატეგორიის წევრები: ხმოსანი წევრები 10$ თვეში ან 120 წელიწადში,  სტუდენტი და ხცოვანი წევრები სარგებლობენ ფასდაკლებით, თვეში 5$ ან წელიწადში 60$, ასოცირებული წევრები და მხარდამჭერი წევრები იხდიან იმდენს, რაც მას სურთ. თუმცა მათ არ აქვთ ხმის მიცემის უფლება და მხოლოდ მხარდაჭერით შემოიფარგლება ეს კატეგორია.

 

წევრების უფლებები: ხმოსან, სტუდენტ და ხცოვან წევრებს (ხმის მიმცემი წევრები) აქვთ ხმის მიცემის უფლება ისეთი საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა: წესდებაში ცვლილებების შეტანა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი/ბის არჩევა. ორგანიზაციის სტრატეგიის და ხედვის ცვლილება და ახალი სამუშაო სამიზნეს ჩამოყალიბება, ასოცირებულ და მხარდამჭერ წევრებს, უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ პროგრამების შემუშავებაში ანდა იქნენ არჩეული სამეთვალყურეო საბჭოში, მაგრამ მათ არ აქვთ ხმის მიცემის უფლება.

 

გაწევრიანება: ყველა წევრს ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო, წევრთა საერთო კრების  შემოდგომი რატიფიკაციით.

 

წევრობის გადასახადი და გადაუხდელობა: წევრობის წლიური გადასახადის ოდენობას ადგენს მმართველი საბჭო. გადახდა ხდება  ფინანსური წლის დასაწყისში ან გაწევრიანებისას.
თუ გადახდა დაგვიანდება 90 დღეზე მეტით, წევრობა შეჩერდება და ყველა უფლება გაუქმდება, სანამ გადასახადი სრულად არ დაიფარება.

 

წევრობაზე უარის თქმა (წევრობის გაუქმება): წევრს შეუძლია გადადგეს ნებისმიერ დროს წერილობითი განცხადების საფუძველზე. სამეთვალყურეო საბჭოს აქვს უფლება, შეაჩეროს წევრობა გადასახადის გადაუხდელობის ან ისეთი ქცევის გამო, რომელიც ორგანიზაციის იმიჯს  აზიანებს.

 

მუხლი 3. წევრთა შეკრება

წევრების ყოველწლიური შეხვედრა: წევრთა ყოველწლიურ შეკრებაზე წყდება ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები.

 

შეტყობინება:

შეტყობინება საერთო კრების დანიშვნის შესახებ წევრებს ეგზავნებათ ელექტრონულად ან საფოსტო გზავნილით,  კრების თარიღამდე  მინიმუმ 14 დღით ადრე.

 

საერთო კრების კვორუმი:

იმისთვის, რომ კვორუმი შედგეს, აუცილებელია ხმის მიმცემ წევრთა 50%-ის დასწრება.
 

მუხლი 4. სამეთვალყურეო საბჭო

უფლებამოსილება: სამეთვალყურეო საბჭო ხელმძღვანელობს ორგანიზაციის სტრატეგიულ და ფინანსურ საქმიანობას.

 

რაოდენობა და შემადგენლობა:

საბჭო შედგება ხუთიდან ცხრა წევრამდე, ყოველთვის და აუცილებლად უნდა შეადგენდეს კენტ რიცხვს.

 

კვორუმი:

სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელია კვორუმის არსებობა.

 

ანაზღაურება: საბჭოს წევრები მუშაობენ მოხალისეობრივად და თავიანთი საქმიანობისთვის ანაზღაურებას არ იღებენ.

მუხლი 5. მოხელეები (თანამშრომლები)

მოხელეები (თანამშრომლები):

ორგანიზაციის მოხელეები არიან: ორი თანა-პრეზიდენტი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მდივანი და ხაზინადარი (ფინანსური მენეჯერი).

 

არჩევა: მოხელეებს (თანამშრომლებს) ირჩევს სამეთვალყურეო საბჭო საკუთარი წევრებიდან, თუ საბჭო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ისინი  გარედან დაიქირავოს.

 

მოვალეობები: თანა-პრეზიდენტების, როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი ხელმძღვანელები პასუხისმგებელნი არიან ყოველდღიურ საქმიანობასა და ხელმძღვენელობაზე და საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე.

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე უძღვება საბჭოს სხდომებს და უზრუნველყოფს მმართველობის  პროცედურის დაცვას.

მდივანი  აწარმოებს ოფიციალურ ჩანაწერებსა და კრებების ოქმებს.

ხაზინადარი (ფინანსური მენეჯერი), ზედამხედველობს ფინანსურ დოკუმენტაციას, ბიუჯეტს და ანგარიშგებას.

 

მუხლი 6. კომიტეტები

სამეთვალყურეო საბჭო, თანა-პრეზიდენტებთან ერთად, უფლებამოსილია შექმნას კომიტეტები.

კომიტეტებს აქვთ მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოსგან მინიჭებული საკონსულტაციო უფლებები და არ შეუძლიათ მიიღონ დამავალდებულებელი გადაწყვეტილებები.

 

მუხლი 7. შესწორებები

შესწორებები შეუძლია შეიტანოს მმართველმა საბჭომ და ის ხმის მიმცემ წევრთა უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს.
 

მუხლი 8. ლიკვიდაცია

ლიკვიდაციის შემთხვევაში,  ქონება სრულად გადაეცემა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აღიარებულია აშშ-ის საშემოსავლო კოდექსის 501(c)(3) მუხლით.

 

მუხლი 9. ინტერესთა კონფლიქტი და ანაზღაურების პოლიტიკა

ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი პირი ვალდებულია ამის შესახებ მმართველ საბჭოს აცნობოს. პირს, რომელთანაც არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, არ აქვს უფლება დაესწროს საბჭოს განხილვას ან მიიღოს მონაწილეობა ხმის მიცემაში. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან მოხელის ანაზღაურება შეიძლება დამტკიცდეს მხოლოდ იმ სპეციალური კომიტეტის მიერ, რომელიც შედგება არადაინტერესებული საბჭოსა და საერთო კრების ან ასოცირებული წევრებისგან.

GIFT / ERTOBA

Georgian International Foundation for Transformation (Ertoba) Inc.
A registered nonprofit in the State of New York. EIN: 39-4007149

ელ. ფოსტა : info@mysite.com

ტელეფონი : 123-456-7890

რეგისტრირებული საქველმოქმედო ორგანიზაცია: 12345-67

მიიღეთ ყოველთვიური განახლებები

სწრაფი ბმულები

ჩვენს შესახებ

დაგვიჭირეთ მხარი

სიახლეები

ღონისძიებები

პოდკასტი

კონტაქტი

bottom of page