top of page

ჩვენი წარსული

ორგანიზაციის პროფილი
 

„ერთობა“ ოფიციალურად 2025 წელს დაარსდა, თუმცა ჩვენი ისტორია ბევრად უფრო ხანგრძლივი და მდიდარია. ჩვენი დამფუძნებლები წლებია ნიუ-იორკში ქართული საზოგადოების მხარდამჭერები არიან - კულტურული, საგანმანათლებლო და ადვოკატირების მიმართულებებით. სწორედ ეს გამოცდილება გახდა „ერთობის“ დაფუძნების საფუძველი.

 

ჩვენი წარსული საქმიანობა

-2018–2019
  • დაარსდა გაზეთი და ონლაინ პლატფორმა The Georgian Herald, ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის;

  • ქართული დიასპორისთვის ქვეყნდებოდა სიახლეები,  სტატიები კულტურის შესახებ. საქმიანობა პანდემიისა და ეკონომიკური სირთულეების გამო შეჩერდა.

 

-2020–2021
  • პანდემიის პერიოდში საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოაწყვეს აქციები საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად

  • შეაგროვეს შემოწირულობები და გადაანაწილეს საკვები და მედიკამენტები კორონავირუსისა და ეკონომიკური სირთულეების გამო დაზარალებული ოჯახებისთვის

 

-2023
  •  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ნიუ-იორკში პირველი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც  ასობით ადამიანი დაესწრო

  • შეიქმნა ქართულენოვანი  ბიბლიოთეკა, რომელიც დღეს უკვე 300-ზე მეტ წიგნს ფლობს.

  • დამყარდა პარტნიორობა ბრუკლინის ყველა წმინდანის ეპისკოპალური ეკლესიის ქართულ სამრევლოსთან  All Saints’ Episcopal Church, რომელიც მხარს უჭერს და უთმობს თავის სივრცეს ქართული კულტურული და საზოგადოებრივი ღონისძიების გასამართად.

  • დაიწყო მნიშვნელოვანი ეროვნული და კულტურული დღესასწაულებისა და ხსოვნის დღეების აღნიშვნა საზეიმო სადილითა  და კულტურული პროგრამებით.

 

-2024
  • დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გაფართოვდა და დაემატა სხვადასხვა მუსიკალური, ლიტერატურული თუ კულტურული აქტივობა.

  • All Saints’ Church-ში ყოველთვიური  შეხვედრები დაწესდა და კულტურული დიალოგისთვის მნიშვნელოვანი ადგილი გახდა.

  • გაიმართა პირველი ქართული პოეზიისა და ლიტერატურის საღამო ბრუკლინში

  • დაიწყო ქართული ფილმების ჩვენებები და შემდეგ საზოგადოებრივი დისკუსიები

  • გაიმართა მადლიერების დღის აღსანიშნავი სადღესასწაულო  ვახშამი, რომელმაც ქართველები და მათი მეგობრები კიდევ ერთხელ გააერთიანა

  • გაგრძელდა მნიშვნელოვანი ეროვნული და საზოგადოებრივი დღეების აღნიშვნა, რაც აყალიბებს ტრადიციას და აძლიერებს ერთობას. 

 

-2025
  • მესამედ აღინიშნა დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც რეკორდული რაოდენობის მონაწილე ჰყავდა.

  • გაგრძელდა ქართული ბიბლიოთეკისა და კულტურული პროგრამების გაფართოება

  • დაიწყო ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ჯგუფების ჩამოყალიბება, მათ შორის რელიგიური კუთვნილებისგან დამოუკიდებელი სივრცეები, რომლებიც მიმართულია ღირსების, სამართლიანობისა და ურთიერთპატივისცემის ხელშეწყობაზე.

  • გაიმართა დამატებით კულტურული ღონისძიებები და საქმიანი სადილები, რამაც  საზოგადოებრივი კავშირების გაღრმავებას შეუწყო ხელი.

  • დამყარდა პარტნიორობა ადგილობრივ ორგანიზაციებთან და კულტურულ ინსტიტუტებთან, რამაც უფრო აამაღლა ნიუ-იორკში ქართული საზოგადოების ხმა.

  • გაიმართა ქალაქ ნიუ-იორკის მერის ოფისისგან საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლიერების სიგელების გადაცემის ცერემონიალი.

  • 2025 წლის აგვისტოში ოფიციალურად დაარსდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობა“ (Georgian International Foundation for Transformation, Inc.)

საათი

დაგვიკავშირდით

123-456-7890

  • Facebook
  • Instagram

GIFT / ERTOBA

Georgian International Foundation for Transformation (Ertoba) Inc.
A registered nonprofit in the State of New York. EIN: 39-4007149

ელ. ფოსტა : info@mysite.com

ტელეფონი : 123-456-7890

რეგისტრირებული საქველმოქმედო ორგანიზაცია: 12345-67

მიიღეთ ყოველთვიური განახლებები

სწრაფი ბმულები

ჩვენს შესახებ

დაგვიჭირეთ მხარი

სიახლეები

ღონისძიებები

პოდკასტი

კონტაქტი

bottom of page