top of page
Search

ორგანიზაცია "ერთობა" საგადასახადო ვალდებულებისგან განთავისუფლდა





2025 წლის 30 სექტემბერი


ერთობა – ქართულმა საერთაშორისო ფონდმა ცვლილებისთვის მიიღო 501(c)(3) საგადასახადო ვალდებულებისგან გათავისუფლებული ორგანიზაციის სტატუსი აშშ-ის ფედერალური საგადასახადო სამსახურისგან

ნიუ იორკი, – Georgian International Foundation for Transformation, Inc. (DBA ERTOBA) სიამაყით აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა (IRS) ოფიციალურად მიანიჭა ორგანიზაციას საგადასახადო ვალდებულებისგან განთავისფლებული ორგანიზაციის სტატუსი ფედერალური საშემოსავლო კოდექსის 501(c)(3) მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილება ძალაში შედის 2025 წლის 25 აგვისტოდან.


ეს აღიარება ადასტურებს, რომ ერთობა წარმოადგენს საჯარო საქველმოქმედო ორგანიზაციას, რაც საშუალებას აძლევს დონორებს, მათი შესაწირავი თანხები ჩამოაჭრან ფედერალური გადასახადებიდან. ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯით, ერთობა გააფართოებს თავის მისწრაფებას კულტურის შენარჩუნების, საზოგადოებრივი გაძლიერებისა და ცვლილების მიმართულებით, როგორც ქართველ, ისე ჩვენი მეგობრების საზოგადოებებში ნიუ იორკსა და მის ფარგლებს გარეთ.

„501(c)(3) სტატუსის მიღება დიდი ნაბიჯია ერთობისთვის,“ – აღნიშნა სამეთვალყურეო საბჭომ. „ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას შეუძლია ენდოს ჩვენს ორგანიზაციას, რომ ყოველი შესაწირი სრულად იქნება დაქვეთადი ფიზიკური და იურიდიული პირების საგადასახადო ვალდებულებისგან (ბეგარისგან) . ეს აღიარება საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ჩვენი პროგრამების რაოდენობა, განვავითაროთ პარტნიორობა და გავაძლიეროთ ჩვენი საზოგადოების კულტურული და სოციალური ქსოვილი.“

ერთობა საქმიანობას ეწევა 2019 წლიდან, თუმცა, 2025 წელს ორგანზიაციად დარეგისტრირდა ნიუ იორკის შტატში და მიზნად ისახავს განათლების, კულტურული პროგრამების, სამოქალაქო რესურსებისა და ადვოკატირების უზრუნველყოფას ქართველებისა და საქართველოს მეგობრებისა და ზოგადი მოსახლეობისათვის. ფონდის პროექტებს შორისაა ქართულენოვანი ბიბლიოთეკის შექმნა, კულტურული ფესტივალებისა და კონცერტების ორგანიზება, საგანმანათლებლო სემინარების ჩატარება და იმიგრანტების ინტეგრაციის მხარდაჭერა.


509(a)(2) მუხლით განსაზღვრული საჯარო საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსით, ერთობა დაეყრდნობა ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას, მათ შორის ინდივიდუალური დონორების, ფონდებისა და ბიზნესებისგან მიღებულ შემოწირულობებს. ახლა ფონდს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს გრანტებსა და დაფინანსების პროგრამებში, რაც მის საქმიანობას კიდევ უფრო გააძლიერებს და გააფართოებს.


როგორ დაგვეხმაროთ?

ერთობისათვის შემოწირულობები ($250+) ფედერალური საშემოსავლო კოდექსის თანახმად, წლიური დეკლარაციის შევსებისას, სრულად ექვითება შემომწირველ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს. შესაწირავების გაკეთება შესაძლებელია ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით: www.ertoba.ngo.


საკონტაქტო ინფორმაცია:

ERTOBA – Georgian International Foundation for Transformation, GIFT Inc.

ელ-ფოსტა: info@ertoba.ngo

ვებგვერდი: www.ertoba.ngo

 
 
 

Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating

GIFT / ERTOBA

Georgian International Foundation for Transformation (Ertoba) Inc.
A registered nonprofit in the State of New York. EIN: 39-4007149

ელ. ფოსტა : info@mysite.com

ტელეფონი : 123-456-7890

რეგისტრირებული საქველმოქმედო ორგანიზაცია: 12345-67

მიიღეთ ყოველთვიური განახლებები

სწრაფი ბმულები

ჩვენს შესახებ

დაგვიჭირეთ მხარი

სიახლეები

ღონისძიებები

პოდკასტი

კონტაქტი

bottom of page