ქართული კულტურისა და განათლების მხარდასაჭერად „ერთობა“ ნიუ-იორკში ოფიციალურად დარეგისტრირდა
- David Shubladze

- Sep 13, 2025
- 1 min read

ნიუ-იორკი — „ერთობის“ (Georgian International Foundation for Transformation, Inc.) სამეთვალყურეო საბჭო სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ორგანიზაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა ნიუ-იორკის შტატში და ამერიკის შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭა.
„ერთობა“ ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ დაარსდა და მისი მთავარი მიზანი, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისა და ფართო საზოგადოების დამაკავშირებელი ხიდების შექმნაა.ასევე კულტურული, საგანმანათლებლო და ადვოკატირების პროგრამების შემუშავება. ახალ სამართლებრივ სტატუსთან ერთად, ორგანიზაცია გეგმავს გაწევრიანების პროგრამების, ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროექტების დაწყებას, რომლებიც მიზნად ისახავს სათემო კავშირების გაძლიერებას და ქართული იდენტობის მხარდაჭერას.
„ეს ჩვენი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ეტაპია,“ აღნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო ერთობლივ განცხადებაში. „ერთობა დაფუძნებულია ღირსებაზე, ერთიანობასა და თანამშროლობაზე. ერთად ჩვენ შევინარჩუნებთ ქართულ კულტურას და გავაძლიერებთ ნიუ იორკსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს“.
ორგანიზაციას უკვე აქვს ოფიციალური ვებგვერდი www.ertoba.ngo, სადაც მხარდამჭერებს შეუძლიათ გაეცნონ ორგანიზაციის საქმიანობას, ჩაერთონ აქტივობებში და მიიღონ ინფორმაცია ახალი პროგრამების შესახებ.
„ერთობის“ მისიაა ქართული დიასპორის გაძლიერება და კულტურის, განათლებისა და სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობა. ორგანიზაცია ხედავს ერთიან, აქტიურ საზოგადოებას, სადაც უცხოეთში მცხოვრები ქართველები იცავენ თავიანთ კულტურულ მემკვიდრეობას და აქტიურად მონაწილეობენ ახალი საზოგადოების განვითარებაში.
ერთობის შესახებერთობა არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2025 წელს, ნიუ იორკში დაარსდა. მისი მიზანია ქართული კულტურის დაცვა, განათლების განვითარების მხარდაჭერა და ქართულ დიასპორასა და ფართო საზოგადოებას შორის დამაკავშირებელი ხიდების აგება



Comments