ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორის ოფისმა ‘ერთობა’ საქველმოქმედო ორგანიზაციად ოფიციალურად დაარეგისტრირა.
- David Shubladze

- Sep 13, 2025
- 2 min read

ნიუ-იორკი — 08 სექტემბერი, 2025 - საქველმოქმედო ორგანიზაცია „ერთობა“ (Georgian International Foundation for Transformation - G.I.F.T. Inc.), რომელიც ემიგრაციაში მყოფი ქართულენოვანი თემების გაძლიერებას ისახავს მიზნად, ოფიციალურად დარეგისტრირდა ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორის ქველმოქმედების ბიუროს რეესტრში.
ორგანიზაციამ მიიღო საქველმოქმედო რეგისტრაციის ნომერი, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას ნიუ-იორკის შტატში მოქმედ კანონმდებლობასთან, რაც შეეხება ფონდების შეგროვებასა და საჯარო ანგარიშვალდებულებას. რეგისტრაციის დასადასტურებლად, შეგიძლიათ ეწვიოთ გენერალური პროკურორის საქველმოქმედო ბიუროს რეესტრს და მოძებნოთ შემდეგი სახელით: Ertoba – "Georgian International Foundation for Transformation (G.I.F.T.) Inc."რეგისტრაციის № 51-04-22
ნიუ-იორკის კანონმდებლობის თანახმად, ორგანიზაციას, რომელიც ფულად შემოწირულობებს აგროვებს, სავალდებულოა ჰქონდეს შესაბამისი რეგისტრაცია საქველმოქმედო ბიუროში - რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და საზოგადოების ნდობას.
„ერთობის“ დარეგისტრირება უფლებას აძლევს ორგანიზაციას, კანონიერად შეაგროვოს თანხები, მიიღოს გრანტები და სრულად იფუნქციონიროს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ ნიუ-იორკის შტატში.
რეგისტრაცია მხოლოდ იურიდიული ფორმალობა არ არის — ეს ჩვენი პასუხისმგებლობის, საზოგადოების ნდობისა და გრძელვადიანი სათემო საქმიანობისკენ გადადგმული მნიშვნელკოვანი ნაბიჯია -განაცხადა „ერთობის“ თანადამფუძნებელმა და თანათავმჯდომარემ, მაკა ქობალიამ.„ეს სიგნალია ჩვენი თემისთვის, პარტნიორებისთვის და მხარდამჭერებისთვის, რომ ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს მისიას და ვმუშაობთ სრული გამჭვირვალობითა და პროფესიონალიზმით.“
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, „ერთობას“ ოფიციალურად მიენიჭა უფლება:
● შეაგროვოს საქველმოქმედო შემოწირულობები ნიუ-იორკის შტატში.
● მიიღოს დაფინანსება როგორც საჯარო, ისე კერძო წყაროებიდან
● წარადგინოს და გამოაქვეყნოს წლიური ანგარიშები არასამთავრობო სექტორის კანონმდებლობის შესაბამისად
„ერთობა“ 2019 წელს დაარსდა და ოფიციალურად 2025 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა. ორგანიზაცია ემსახურება ქართულენოვან ემიგრანტებს ნიუ-იორკში და მის ფარგლებს გარეთ — სამოქალაქო განათლების, კულტურული პროგრამების, სათემო ორგანიზებისა და სულიერი მხარდაჭერის გზით.
ორგანიზაციის მისიაა, ხელი შეუწყოს სამართლიანობას, ადამიანურ ღირსებასა და სოციალური ჩართულობის გაძლიერებას მათთვის, ვინც თავს გარიყულად გრძნობს, განსაკუთრებით კი ახალი მიგრანტებისთვის, ისევე როგორც იმ პირებისთვის, ვინც ენობრივი, სამართლებრივი ან ეკონომიკური ბარიერების გადალახვას ცდილობს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან „ერთობის“ რეგისტრაციის დადასტურების ასლის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
საკონტაქტო პირი:„ერთობა“ – Georgian International Foundation for Transformation (G.I.F.T.) Inc.
office@ertoba.ngowww.ertoba.ngoნიუ-იორკი
ერთობის შესახებ: „ერთობა“ (Georgian International Foundation for Transformation, Inc.) — ნიუ-იორკში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ქართულენოვანი დიასპორის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.



Comments